1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელსაც მიიჩნევენ საჭიროდ ამ შეთანხმების დებულებების შესასრულებლად ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაცული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა, ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ასეთი პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების დროს.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).

4. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ მუხლის შესაბამისად ითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო მიიღებს ზომებს მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაპოვებლად, იმისდა მიუხედავად, რომ მეორე სახელმწიფოს შეიძლება არ სჭირდებოდეს ამგვარი ინფორმაცია თავისი საკუთარი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში აღნიშნული ვალდებულება ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამგვარი შეზღუდვა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს აძლევდეს უფლებას, უარი თქვას ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ გააჩნია ინტერესი ასეთი ინფორმაციისადმი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს აძლევდეს უფლებას, უარი თქვას ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია გააჩნია ბანკს, სხვა საფინანსო ინსტიტუტს, მინდობილობის მქონე პირს ან პირს, რომელიც მოქმედებს საშუამავლო სააგენტოს მეშვეობით ან რწმუნებულის სტატუსით ან უკავშირდება პირის ქონებრივ ინტერესებ