1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.
2. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და მისი დებულებები იმოქმედებენ:
a) საქართველოში: გადასახდელი გადასახადების მიმართ, ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შესახებ.
b) ირლანდიაში:
i) საშემოსავლო გადასახადისა და კაპიტალის მატებაზე გადასახადის მიმართ ნებისმიერ წელს, რომელიც იწყრბა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ.
ii) კორპორაციული გადასახადის მიმართ, ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდე