1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისი მოქმედების შეწყვეტამდე. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება ნებისმიერ დროს მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, სულ მცირე ექვსი თვით ადრე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით.

2. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

a) საქართველოში: გადასახდელი გადასახადების მიმართ, ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიცემის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ;

b) ირლანდიაში:

i) საშემოსავლო გადასახადისა და კაპიტალის მატებაზე გადასახადის მიმართ, ნებისმიერ წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიცემის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ;

ii) კორპორაციული გადასახადის მიმართ, ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიცემის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2008 წლის 20 ნოემბერს, ქ. თბილისში, ორ პირად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

საქართველოს მთავრობის სახელით                  ირლანდიის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)                                        (ხელმოწერილი