1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ შემთხვევის გარდა, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ მას გააჩნია ამგვარი ფიქსირებული ბაზა, მაშინ შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ბაზას.

2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება“ მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, ასევე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა