1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს შვედეთში, საქართველო დაუშვებს:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც შვედეთში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც შვედეთში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
b) თუ ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. შვედეთის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა განხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
a) თუ შვედეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც საქართველოს შიდაკანონმდებლობის და ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, შვედეთი დაუშვებს, უცხოურ გადასახადზე შეღავათის მინიჭების შესახებ, შიდაკანონმდებლობის დებულებების მიხედვით (რომელიც შესაძლებელია დროდადრო შეიცვალოს არსებითი ცვლილებების გარდა) შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
b) როდესაც შვედეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად უნდა დაიბეგროს საქართველოში, შვედეთი, გადასახადის დადგენისას, მხედველობაში მიიღებს შემოსავალს, რომელიც დაიბეგრება საქართველოში.
c) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულებების მიუხედავად, საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ შვედეთის რეზიდენტი კომპანიისათვის გადახდილი დივიდენდები, უცხოური კომპანიის მიერ შვედური კომპანიისათვის გადახდილი დივიდენდების გათავისუფლების შესახებ შვედეთის შიდაკანონმდებლობის შესაბამისად გათავისუფლდება შვედეთის გადასახადისგან.
d) როდესაც შვედეთის რეზიდენტი ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, შვედეთი დაუშვებს ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში გადახდილი გადასახადის ტოლია. ამასთან, ამგვარი გამოქვითვა არ უნდა აჭარბებდეს კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოანგარიშებული იყო გამოქვითვამდე და რომელიც დაკავშირებულია კაპიტალის იმ ნაწილთან, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოშ