1. კაპიტალი, წარმოდგენილი მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლოატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
საჰაერო სატრანსპორტო კონსორციუმის “სკანდინავიის ავიახაზების სისტემის” (SAS) მიერ მფლობელობაში არსებული კაპიტალის მიმართ, პირველი პუნქტის დებულებები გავრცელდება კაპიტალის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ამ კონსორციუმში შვედური პარტნიორის წილობრივ მონაწილეობას.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის კაპიტალის დაბეგვრის უფლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს გააჩნია, ასეთი კაპიტალი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წმინდა კაპიტალი პირველად ხსენებული სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით არ ექვემდებარება დაბეგვრას წმინდა კაპიტალზ