1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ იბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

2. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დასაქმებიდან მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი ირებს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში პერიოდში ან პერიოდებში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა მოცემული საფინანსო წლის განმავლობაში არ აღემატება 183 დღეს, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამგვარი დასაქმება პირდაპირ უკავშირდება მის სწავლას ან პრაქტიკის გავლას ამ მეორე სახელმწიფოშ