ორმაგი დაბეგვრა გამორიცხული იქნება შემდეგნაირად:
1. ავსტრიაში:
a) როდესაც ავსტრიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, მაშინ ავსტრიას ამ პუნქტის b) და c) ქვეპუნქტების დებულებების თანახმად, შეუძლია ამგვარი შემოსავალი ან კაპიტალი გაათავისუფლოს გადასახადისაგან;
b) როდესაც ავსტრიის რეზიდენტი იღებს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც მე–10 მუხლის დებულებების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ავსტრიას შეუძლია დაუშვას ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან გამოქვითვა, რომლის მოცულობა საქართველოში გადახდილი გადასახადის ტოლი იქნება. ასეთი გამოქვითვა, ამასთან, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება საქართველოში მიღებულ შემოსავლის სახეებს;
c) როდესაც ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ავსტრიის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან ავსტრიაში, მიუხედავად ამისა, ავსტრიას შეუძლია იმ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის ოდენობის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს ამ რეზიდენტის გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. საქართველოში:
როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს ავსტრიაში, მაშინ საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადიდან გამოქვითვას, რომლის მოცულობა ავსტრიაში გადახდილი გადასახადის ტოლი იქნება. ასეთი გამოქვითვა, ამასთან, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შესაძლოა დაიბეგროს ავსტრიაშ