1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ.

2. ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მესამე თვის პირველ დღეს. ამ შეთანხმების დებულებები გადასახადების მიმართ გამოიყენება ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც დაიწყება შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდე