ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც დაიწყება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიცემის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2005 წლის 11 აპრილს, ქ. ვენაში ორ პირად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართულ და გერმანულ ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
ავსტრიის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
შეთანხმების ხელმოწერის დროს, რომელიც დაიდო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის, ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში:
ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები“ საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებს.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის k) ქვეპუნქტთან მიმართებაში: ტერმინს „ბიზნესი“ საქართველოს შემთხვევაში აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ეკონომიკურ საქმიანობას.
3. მე-3 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში:
ტერმინი „კაპიტალი“ ნიშნავს უძრავ და მოძრავ ქონებას. იგი კერძოდ მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ნაღდ ფულს, აქციებს ან ქონებრივი უფლებების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებს, ობლიგაციებს ან სხვა სავალე ვალდებულებებს. ის აგრეთვე მოიცავს პატენტებს, სასაქონლო ნიშნებს, საავტორო უფლებებს ან სხვა მსგავს უფლებებსა და ქონებას.
4. მე-7 მუხლთან მიმართებაში:
ტერმინი „მოგება“ მოიცავს ამხანაგობაში მონაწილე ნებისმიერი პარტნიორის მიერ მიღებულ მოგებას.
5. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში:
ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლება დაბეგროს გადასახადის გადამხდელის ქონება, რომელიც იყო მისი რეზიდენტი, იზღუდება აქციების ღირებულების ნამატით მხოლოდ იმ პერიოდში, რომელშიც გადასახადის გადამხდელი ამ სახელმწიფოს რეზიდენტს წარმოადგენდა.
6. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში:
მე-3 პუნქტი ასევე გამოიყენება იმ იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ორკესტრებს, თეატრებს და საბალეტო დასებს, ასევე კულტურის ამგვარი დაწესებულებების თანამშრომების მიმართ, თუ ასეთი იურიდიული პირები წარმოადგენენ არამომგებიან ორგანიზაციებს და თუ ეს დადასტურებულია რეზიდენტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
7. 21-ე მუხლთან მიმართებაში:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული შემოსავალი, რომელიც მას მიეკუთვნება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე, არ დაიბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ასეთი შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ასეთი შემოსავლები აგრეთვე მოიცავს ანაზღაურებებს კრიმინალური ქმედებების, ვაქცინაციის ან სხვა მსგავსი მიზეზების შედეგად მიყენებული ზარალისათვის;
b) a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავალი მხედველობაში არ იქნება მიღებული გამოქვითვის პროგრესული მეთოდის გამოყენების დროს.
8. შეთანხმების ინტერპრეტაცია:
შეთანხმების დებულებებს, რომლებიც შედგენილია შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ OECD-ის კონვენციის მოდელის დებულებათა შესაბამისად, ექნებათ იგივე მნიშვნელობა, რაც მათ აქვთ OECD-ის მოდელის კომენტარებში. წინა წინადადების შინაარსი არ გავრცელდება შემდეგზე:
a) რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ OECD-ის მოდელის ან მისი კომენტარების ფარგლებში გაკეთებული ნებისმიერი დათქმის ან შენიშვნის მიმართ;
b) ამ ოქმით დაფიქსირებული ნებისმიერი საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის მიმართ;
c) შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ უფლებამოსილ ორგანოებს შორის შეთანხმებული ნებისმიერი საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის მიმართ.
OECD-ის კომენტარები, რომელიც შესაძლოა დროდადრო გადაისინჯოს, 1969 წლის 23 მაისის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ ვენის კონვენციის გაგებით წარმოადგენს ინტერპრეტაციის საშუალებას.
რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2005 წლის 11 აპრილს, ქ. ვენაში ორ პირად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართულ და გერმანულ ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
ავსტრიის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილი