1. ეს შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას. სარატიფიკაციო დოკუმენტები უნდა გაიცვალოს რაც შეიძლება მოკლე დროში.

2. ეს შეთანხმება ძალაში შევა სარატიფიკაციო დოკუმენტების გაცვლის შემდეგ და მისი დებულებები იმოქმედებენ:

a) საქართველოში:

დადგენილ გადასახადებზე ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგი ნებისმიერი საფინანსო წლიდან, რომელიც იწყება კალენდარული წლის 1 იანვრიდან ან მის შემდეგ.

b) გაერთიანებულ სამეფოში:

(
i) საშემოსავლო გადასახადსა და ქონების ნამეტ ღირებულებაზე გადასახადზე ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგი კალენდარული წლის 6 აპრილიდან ან მის შემდეგ;

(
ii) კორპორაციულ გადასახადზე ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგი ნებისმიერი საფინანსო წლიდან, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი აპრილიდან ან მის შემდე