1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ვალდებულია შექმნას და მართოს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა.
2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნისა და ეფექტიანად მართვის, აგრეთვე ანგარიშგების მიზნით უფლებამოსილი ორგანო სათანადო მოთხოვნის საფუძველზე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს წარუდგენს დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ასლს მის ყველა დანართთან და ცვლილებასთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის გამოქვეყნება შეზღუდულია ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისა