საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება ამ კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადებულია შესაბამისი სატენდერო/შერჩევის პროცესის/ინტერესთა გამოხატვის პროცედურა ან შერჩეულია პროექტის განმახორციელებელი, წარედგინება საქართველოს მთავრობას ამ კანონით გათვალისწინებული განხორციელების ეტაპის განსაზღვრის მიზნით. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: პროექტის ინიციირებისა და მომზადების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს, პროექტის კონცეფციას, განხორციელებულ კვლევებს და პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებ