1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო უზრუნველყოფს ყველა ინიციირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას.
2. წლიური ანგარიში თითოეულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით მოიცავს:
ა) პროექტის მოკლე აღწერას;
ბ) პროექტის განხორციელებაში წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, იმ გარემოებების პრაქტიკაში განხორციელების გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროექტის მოწონების შესახებ;
გ) კერძო პარტნიორის ფინანსურ ანგარიშგებას, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი