1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულება;

ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესი;

გ) კერძო პარტნიორისთვის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები;

დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა.

2. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობ