1.       ასოცირების საბჭო შედგება, ერთის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს წევრებისა და ევროკომისიის წევრების და, მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობის წევრებისგან.

2.       ასოცირების საბჭო შეიმუშავებს საკუთარ საპროცედურო წესებს.

3.        ასოცირების საბჭოს მონაცვლეობით უხელმძღვანელებს ევროკავშირის წარმომადგენელი და საქართველოს წარმომადგენელი.

4.       საჭიროებისამებრ, და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა სხვა ორგანოების წარმომადგენლები ასოცირების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დამკვირვებლის სტატუსით.