1.   საქართველოს ხელისუფლების ორგანოები მიიღებენ ყველა სათანადო ზომას, რათა შეასრულონ ქვემოთ მოცემული დებულებები, რომლებიც ეხება სამთავრობო ფინანსური უწყებისათვის უკანონოდ გადახდილი ევროკავშირის ფულადი სახსრების ანაზღაურებას.

2.    იმ შემთხვევაში,  როდესაც საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ევალებათ ევროკავშირის დაფინანსების იმპლემენტაცია, ევროკომისია უფლებამოსილია დაიბრუნოს   უკანონოდ გადახდილი ევროკავშირის ფულადი სახსრები, კერძოდ, ფინანსური შესწორებების გზით. ევროკომისია მხედველობაში მიიღებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ ევროკავშირის სახსრების დაკარგვის პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებს.

3.   თანხის  დაბრუნების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, ევროკომისია კონსულტაციებს გამართავს საქართველოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული დავები წარიმართება ასოცირების საბჭოს ფარგლებში.

4.   იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკომისია განახორციელებს ევროკავშირის დაფინანსების იმპლემენტაციას პირდაპირ ან არაპირდაპირ, მესამე მხარისათვის ბიუჯეტის შესრულების ვალდებულების გადაცემის მეშვეობით, ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ფინანსური დახმარებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლსა და კონტროლის შესახებ დებულებების თაობაზე წინამდებარე შეთანხმების VII კარის ფარგლებში, რომლითაც ფულადი ვალდებულებები ეკისრება პირებს და არა სახელმწიფოებს, საქართველოში აღსრულდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

(a)    აღსრულების პროცესი დარეგულირდება საქართველოში მოქმედი სამოქალაქო პროცედურის თანახმად. მისი აღსრულების წესი თან დაერთვება გადაწყვეტილებას, ყველანაირი ფორმალობის გარეშე, გარდა გადაწყვეტილების აუთენტურობის დამოწმებისა იმ ეროვნული ორგანოს მიერ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დაინიშნება აღნიშნული მიზნისთვის და ამის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნება ევროკომისიასა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს.

(b)   შესაბამისი მხარის მიერ განცხადებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდგომ, მხარეს შეუძლია აღსრულების პროცესი გააგრძელოს საქართველოს სამართლის შესაბამისად, საკითხის პირდაპირ კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემის გზით.

(c)    აღსრულება შეიძლება შეჩერდეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუმცა, საქართველოს შესაბამის სასამართლოებს უნდა გააჩნდეთ იურისდიქცია იმ სარჩელებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად აღსრულება მიმდინარეობდა არარეგულარული წესით.

5.   აღსრულების ორდერი გაიცემა საქართველოს მთავრობის დანიშნული ორგანოს მიერ,  მხოლოდ აქტის აუთენტურობის დადგენით, სხვა ყოველგვარი კონტროლის გარეშე,  აღსრულება  განხორციელდება საქართველოს წესებისა და პროცედურების შესაბამისად. აღსრულების შესახებ ევროკავშირის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერება დაექვემდებარება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს კონტროლს.

6.   ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები აღსრულდება ანალოგიური პირობებით, წინამდებარე თავით გათვალისწინებული კონტრაქტის არბიტრაჟის შესახებ მუხლის თანახმა