1.     ევროკავშირისა და საქართველოს ორგანოები რეგულარულად შეამოწმებენ,  თუ რამდენად  სათანადოდ განხორციელდა ევროკავშირის სახსრებით დაფინანსებული ოპერაციები. ისინი მიიღებენ ნებისმიერ შესაბამის ზომას დარღვევებისა და თაღლითობის პრევენციისა და გამოსწორების მიზნით.

2.    ევროკავშირისა და საქართველოს ორგანოები მიიღებენ ნებისმიერ სათანადო ზომას ნებისმიერი აქტიური თუ პასიური კორუფციის პრაქტიკის აღმოფხვრისა და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით ევროკავშირის დაფინანსების გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე.

3.    საქართველოს ხელისუფლების ორგანოები ევროკომისიას შეატყობინებენ ნებისმიერი პრევენციული ზომების შესახებ.

4.    ევროკომისიას უფლება აქვს მიიღოს მტკიცებულება 2002 წლის 25 ივნისის საბჭოს No1605/2002 რეგულაციის 56-ე მუხლის შესაბამისად (EC, Euratom) ევროგაერთიანების საერთო ბიუჯეტის მიმართ გამოყენებული ფინანსური რეგულაციის შესახებ.

5.    კერძოდ, ევროკომისია ასევე უფლებამოსილია მიიღოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შესყიდვებისა და გრანტების შესახებ პროცედურები აკმაყოფილებს გამჭვირვალობის, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, ხელს უშლის ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტს, სთავაზობს საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების ექვივალენტურ  გარანტიებს, და უზრუნველყოფს სანდო ფინანსური მართვის დებულებებთან შესაბამისობას.

6.    თავიანთი საკუთარი პროცედურების შესაბამისად, მხარეები უზრუნველყოფენ ევროკავშირის დაფინანსების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთმანეთისთვის მიწოდებას და ერთმანეთს დაუყოვნებლივ ატყობინებენ თავიანთ პროცედურებში ან სისტემებში განხორციელებული ნებისმიერი ძირეული ცვლილების შესახე