1.   წინამდებარე თავის სათანადოდ განხორციელებისათვის, საქართველოსა და ევროკავშირის კომპეტენტური უწყებები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას და, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გამართავენ კონსულტაციებს.

2.   თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისს (OLAF) შეუძლია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეთანხმდეს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან შემდგომი თანამშრომლობის გზებზე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ოპერატიული მექანიზმების ჩათვლით.

3.   პერსონალური მონაცემების გადაცემისა და დამუშავების მიზნით, გამოიყენება ამ შეთანხმების III კარის (თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება)“ მე-14 მუხლ