1. ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი უფლებამოსილია ჩაატაროს ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით, საბჭოს (EC, Euratom) 1996 წლის 11 ნოემბრის ევროგაერთიანებების ფინანსური ინტერესების თაღლითობისა და სხვა დარღვევებისგან დაცვის მიზნით, ევროკომისიის მიერ ადგილზე შემოწმებებისა და ინსპექციების ჩატარების შესახებ N 2185/96 რეგულაციის დებულებების შესაბამისად.
2. ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები მომზადდება და ჩატარდება ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მიერ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
3. საქართველოს ხელისუფლების ორგანოები, დროულად იქნებიან ინფორმირებულნი შემოწმებებისა და ინსპექციების ამოცანის, მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე, რათა მათ შეძლონ ყველა საჭირო დახმარების აღმოჩენა. ამ მიზნით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების თანამდებობის პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილზე შემოწმებებსა და ინსპექციებში.
4. თუ საქართველოს ხელისუფლების ხსენებული ორგანოები გამოხატავენ ინტერესს, ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები ჩატარდება ერთობლივად ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მათ მიერ.
5. ეკონომიკური ოპერატორის მიერ ადგილზე შემოწმებებისა ან ინსპექციების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები, იმოქმედებენ რა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისს აღმოუჩენენ იმგვარ დახმარებას, რაც საჭიროა მის მიერ ადგილზე შემოწმებებისა და ინსპექციების ჩასატარებლა