1. საქართველოს ხელისუფლების ორგანოები ევროკომისიას დაუყოვნებლივ გადასცემენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მათ შეიტყვეს თაღლითობის ან კორუფციის რეალურ საქმეებთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები ევროკომისიას, დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ნებისმიერი დარღვევის შესახებ, რაც მოიცავს ინტერესთა კონფლიქტს ევროკავშირის დაფინანსების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. თაღლითობისა და კორუფციის საეჭვო საქმეებთან დაკავშირებით, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი და ევროკომისია ასევე იქნებიან ინფორმირებულნი.
2. საქართველოს ხელისუფლების ორგანოები ასევე წარადგენენ ანგარიშს ყველა იმ ზომასთან დაკავშირებით, რომლებიც გატარებულია წინამდებარე მუხლის შესაბამისად შეტყობინებულ ფაქტებთან მიმართებით. თაღლითობის, კორუფციის ან ნებისმიერი სხვა დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები ევროკომისიას შეატყობინებენ ყოველი კალენდარული წლის ბოლო