1.      ევროკომისია და ევროპის აუდიტორთა სასამართლო უფლებამოსილნი არიან განიხილონ არის თუ არა ევროკავშირის დაფინანსების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გაწეული კანონიერი და ჩვეული ფორმით და რამდენად სანდო იყო ფინანსური მართვა.

2.      აუდიტი განხორციელდება აღებული ვალდებულებებისა და გადახდის საფუძველზე. აუდიტი, შეიძლება, ჩატარდეს ჩანაწერებზე დაყრდნობით და, აუცილებლობის შემთხვევაში, განხორციელდეს ადგილზე ევროკავშირის დაფინანსების იმპლემენტაციის პროცესის მართვის განმახორციელებელი ან ამ პროცესში მონაწილე რომელიმე დაწესებულების შენობაში. აუდიტი, შესაძლოა, განხორციელდეს ხსენებული ფინანსური წლის ანგარიშების დახურვამდე და ბალანსის გადახდის თარიღიდან ხუთი წლის განმავლობაში.

3.      ევროკომისიის ინსპექტორებს ან სხვა პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მანდატი ევროკომისიის ან ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ, შეუძლიათ ჩაატარონ დოკუმენტური ან ადგილზე შემოწმებები და აუდიტი ევროკავშირის დაფინანსების იმპლემენტაციის პროცესის მართვის განმახორციელებელი ან ამ პროცესში მონაწილე რომელიმე დაწესებულების ან საქართველოში მათი ქვე-კონტრაქტორების შენობაში.

4.      ევროკომისიის ინსპექტორებისა ან სხვა პირებისთვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მანდატი ევროკომისიის ან ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ, სათანადო დონეზე ხელმისაწვდომი იქნება შემოწმების ადგილები, სამუშაოები და დოკუმენტები და აუდიტის ჩასატარებლად, მათი ელექტორნული ვერსიები. დაშვების ამ უფლების თაობაზე ინფორმირებული იქნება საქართველოს ყველა საჯარო ინსტიტუტი, რაც ნათლად უნდა გაიწეროს წინამდებარე ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მექანიზმების შესრულების მიზნით გაფორმებულ კონტრაქტებში.

5.      ზემოხსენებული შემოწმება და აუდიტი გავრცელდება ევროკავშირის დაფინანსების მიმღებ ყველა კონტრაქტორსა და ქვე-კონტარქტორზე. მათი დავალებების შესრულების პროცესში, ევროპის აუდიტორთა სასამართლო და საქართველოს აუდიტორული ორგანოები ითანამშრომლებენ ნდობის სულისკვეთებით, დამოუკიდებლობის შენარჩუნების ფონზ