საქართველო განახორციელებს თავისი კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის სამართალთან, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების დანართებში წინამდებარე შეთანხმებით  განსაზღვრული ვალდებულებების საფუძველზე და ამ დანართების დებულებათა შესაბამისად. ეს დებულება ზიანს არ მიაყენებს ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) დაახლოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კონკრეტულ პრინციპსა და ვალდებულება