1. მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტების, შესრულების, ან კეთილსინდისიერად გამოყენების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე მეორე მხარესა და ასოცირების საბჭოს წარუდგენს ოფიციალურ მოთხოვნას საკითხის მოგვარების თაობაზე. გამონაკლისის სახით, წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განმარტებასთან, შესრულებასთან, ან კეთილსინდისიერად გამოყენებასთან დაკავშირებული დავები ცალკე დარეგულირდება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) მეშვეობით.
2. მხარეები ეცდებიან დავა მოაგვარონ ასოცირების საბჭოსა და წინამდებარე შეთანხმების 407-ე და 409-ე მუხლების საფუძველზე შექმნილი სხვა შესაბამისი ორგანოების ფარგლებში კეთილსინდისიერი კონსულტაციების წარმართვის მეშვეობით, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
3. მხარეები ასოცირების საბჭოსა და სხვა შესაბამის ორგანოებს მიაწვდიან ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა სიტუაციის სრულად შესწავლისთვის.
4. მანამ, სანამ დავა არ არის მოგვარებული, იგი განიხილება ასოცირების საბჭოს ყოველ შეხვედრაზე. დავა მოგვარებულად ჩაითვლება, თუ ასოცირების საბჭო მიიღებს საკითხის მოგვარების თაობაზე სავალდებულო გადაწყვეტილებას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების 420-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან როდესაც საბჭო დაადგენს, რომ დავის პროცესი დასრულებულია. დავასთან დაკავშირებული კონსულტაციები შესაძლოა, აგრეთვე გაიმართოს ასოცირების კომიტეტის ან წინამდებარე შეთანხმების 407-ე და 409-ე მუხლების საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი სხვა შესაბამისი ორგანოს რომელიმე შეხვედრაზე, როგორც ეს შეთანხმებული იქნება მხარეებს შორის ან რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე. კონსულტაციები, შესაძლოა, ასევე წარიმართოს წერილობითი ფორმით.
5. კონსულტაციების განმავლობაში გამჟღავნებული ყველა ინფორმაცია კონფიდენციალური