ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით მოითხოვოს კონსულტაციები ნებისმიერ მეორე მხარესთან აღნიშნული მხარის მიერ ნებისმიერი ისეთი ზომის მიღებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ამ შეთანხმებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. კონსულტაციის მომთხოვნი მხარე გადასცემს თავის მოთხოვნას მეორე მხარეს და ჩამოთვლის მოთხოვნის გაკეთების მიზეზებს, და აგრეთვე აღწერს სადავო ზომას და სარჩელის სამართლებრივ საფუძველს. მომთხოვნი მხარე, ამავე დროს, მოთხოვნის ასლსა და მოთხოვნის გაკეთების მიზეზებს გადასცემს ყველა სხვა მხარეს.
ნებისმიერ მხარეს, ყველა სხვა მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის შემდეგ, შეუძლია კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება კონსულტაციების მოთხოვნის მიღების თარიღიდან 21 დღის განმავლობაში. ასეთმა მხარემ თავის შეტყობინებაში უნდა შეიტანოს თავისი დაინტერესების ახსნა-განმარტება.
დავის მხარეები და ნებისმიერი სხვა მხარე, რომელსაც გაკეთებული აქვს შეტყობინება 16.2 მუხლის შესაბამისად, კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში, კონსულტაციას მართავენ ერთმანეთთან საკითხის მოგვარების მიზნით. დავის მხარეები ყოველმხრივ უნდა ეცადონ, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების მეშვეობით მიაღწიონ სადავო საკითხის ურთიერთმისაღებ მოგვარებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ შეთანხმებასთან. ამ მიზნით, დავის მხარეები:
(ბ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, წარმოადგენენ საფუძვლიან ინფორმაციას წერილობით, რათა შესაძლებელი იყოს იმის გარკვევა, შეუსაბამო იყო თუ არა ზომა ან მისი გამოყენება ამ შეთანხმებასთან; და
ამგვარი ინფორმაციის წარმოდგენამდე შეთანხმდებიან, თუ როგორ უნდა მოეპყრონ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მისი მომწოდებელი მხარის მიერ აღნიშნულია, როგორც კონფიდენციალური.
დავის თითოეული მხარე ცდილობს, ხელმისაწვდომი გახადოს თავის სამთავრობო დაწესებულებათა ან სხვა მარეგულირებელ ორგანოთა პერსონალი, რომელსაც სპეციალური გამოცდილება აქვს იმ საკითხში, რომელიც კონსულტაციების საგანს წარმოადგენს.
თუ დავის მხარეები ვერ შეძლებენ 16.3 მუხლის შესაბამისად დავის მოგვარებას:
(ა) 60 დღის განმავლობაში კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან;
(ბ) ან სხვა იმგვარი ვადის განმავლობაში, რომელზეც ისინი შეიძლება შეთანხმდნენ;
დავის ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს დავის მოგვარება საბჭოს სხდომას. ამგვარ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იყოს მოთხოვნის მიზეზები, და აგრეთვე სადავო ზომის ან მისი გამოყენების აღწერა და სარჩელის სამართლებრივი საფუძველი.
6. თუ იგი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, საბჭო შეიკრიბება 16.5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში და ეცდება სწრაფად მოაგვაროს დავა. საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმარტოს პირადი დასწრებით, ციფრული ვიდეოკონფერენციის ფორმით, მრავალმხრივი სატელეფონო კავშირის მეშვეობით ჩატარებული კონფერენციის ფორმით, ანდა სხვა ისეთი საშუალებით, როგორიც შესაფერისი იქნება. განხილვების დროს დახმარების მისაღებად საბჭოს შეუძლია:
(ა) მოიწვიოს იმგვარი ტექნიკური მრჩევლები ან შექმნას იმგვარი სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები, როგორსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს; ან
(ბ) მიმართოს შუამავლობას, სამომრიგებლო მოქმედებებს, მედიატორობას ან დავების მოგვარების სხვა იმგვარ პროცედურებს, როგორებზეც დავის მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ.
საბჭო თავის განხილვებს ატარებს და რეკომენდაციებს აკეთებს 120 დღის განმავლობაში 16.5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან იმისთვის, რათა დაეხმაროს დავის მხარეებს დავის ურთიერთმისაღები მოგვარების მიღწევაში.
7. საბჭოს 16.6 მუხლით გათვალისწინებულ რეკომენდაციებში შეაქვს დასკვნა იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი შეთაბნხმებით გათვალისწინებული მოვალეობის დარღვევას, და თუ დასკვნა ისეთი იქნა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი იქნა შეტანილი, გამოასწოროს დარღვევა.
8. თუ მხარეს, რომელსაც დაუმტკიცდა, რომ ჩადენილი აქვს 16.7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალობისა, არ გამოუსწორებია ეს დარღვევა ერთი წლის განმავლობაში საბჭოს დასკვდინად, ან სხვა ისეთი ვადის განმავლობაში, რომელზეც შეთანხმდებიან სარჩელის შემტანი მხარე და მხარე, რომელსაც დარღვევა დაუმტკიცდა, ასეთ შემთხვევაში, სარჩელის შემტან მხარეს შეუძლია, მეორე მხარისათვის 60 დღით ადრე შეტყობინების შემდეგ, შეაჩეროს თავისი მოვალეობანი იმ მუხლის მიხედვით, რომელ მუხლთან დაკავშირებითაც აღმოჩენილი იქნა დარღვევა, ჩადენილი იმ მახარის მიერ, რომელსაც დარღვევა დაუმტკიცდა, იმ დრომდე, რომელზეც დავის მხარეები შეთანხმდებიან, ან როდესაც საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვევა გამოსწორებული იქნა.
9. მხარე, რომლსაც საბჭომ მოვალეობის დარღვევა დაუმტკიცა, ინფორმაციას მის მიერ საბჭოს რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ საბჭოს მიაწვდის ექვსვთივიანი ინტერვალებით საბჭოს მიერ რეკომენდაციების მიღებიდან იმ დრომდე, როდესაც საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვევა გამოსწორებული იქნა.
10. დავის მხარეებს შეუძლიათ წერილობით შეთანხმდნენ, ამ მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დავის მიზნებისათვის შეასრულონ ამ მუხლში მოყვანილი პროცედურებისგან განსხვავებული პროცედურები იმ მიზნით, რათა მოხდეს კონკრეტული დავის მოგვარების პროცესის დაჩქარება, ინტენსიფიცირება ან გაადვილება.
11. როდესაც მხარეებს ცალ-ცალკე აქვთ მოთხოვნილი 16.1 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები, სხავდასხვა დავების მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ერთობლივად შეუერთდნენ კონსულტაციებს ერთიანი სადავო საკითხის სახით.
12. ამ მუხლის მიზნებისათვის, “დავის მხარეები” ნიშნავს კონსულტაციების მომთხოვნ მხარესა და მხარეს, რომელსაც მოთხოვნით მიმართავენ.
13. ყველა მოთხოვნა, შეტყობინება ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეს მუხლი მოითხოვს, უნდა მიეწოდოს 15.1 (ბ) მუხლით გათვალისწინებულ საკონტაქტო პუნქტებს მხარეთა მხრიდან, და დეპოზიტარს – საბჭოს მხრიდან.
14. არაფერი ამ მუხლში ინტერპრეტირებული არ უნდა იქნეს იმგვარად, თითქოს ის გულისხმობდეს რაიმე ცვლილებას მხარის უფლებებსა და მოვალეობებში ჭთO-ს შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული შეთანხმების იმ დებულებათა ჩათვლით, რომლებიც დავების მოგვარებას შეეხება.
15. 16.5 – 16.9 მუხლები არ გამოიყენება ამ შეთანხმების 3, 4 ან 5.4 მუხლების ფარგლებში წამოჭრილი საკითხების მიმართ, ან რაიმე სხვა ისეთი საკითხის მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც დასკვნის ან რეკომენდაციის გასაკეთებლად საჭიროა გამოკვლეულ იქნას ამა თუ იმ მხარის რომელიმე ზომის ან მისი გამოყენების შესაბამისობა ჭთO-ს შეთანხმებასთან.
16. თითოეული მხარე კეთილსინდისიერად ცდილობს უზრუნველყოს მხარის ყველა გონივრულად ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული ზომისა და პროცედურეს შესრულება მანამ, სანამ 16.1 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები იქნებოდეს მოთხოვნილი.
17. დავის თითოეული მხარე საკუთარ თავზე იღებს დავასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ყველა თავისი ხარჯის დაფარვა