ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმების შესწორების შეთავაზება შეთავაზებული შესწორების ტექსტის დეპოზიტარისათვის  წარდგენის გზით. დეპოზიტარი, შეთავაზებული შესწორების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, განსახილველად გადაუგზავნის მას ყველა მხარეს.

საბჭო ნებისმიერ შეთავაზებულ შესწორებას განიხილავს საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც გაიმართება ყველა მხარის მიერ მისი მიღების შემდეგ. საბჭოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შეთავაზებული შესწორების მიღების ან უარყოფის თაობაზე ყველა მხარისათვის მისი გადაგზავნიდან 90 დღის შემდეგ.

შესწორებები ექვემდებარება დამტკიცებას მხარეთა მიერ. მიღებასთან დაკავშირებული შესანახად ბარდება დეპოზიტარს. შესწორება ძალაში შედის მისი ყველა მხარის მიერ მიღების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტარის მიერ მიღებიდან ოცდამეათე დღეს ან მაშინ, როდესაც საბჭო გადაწყვეტს. თითოეული მხარე, რომელიც ამ შეთანხმებას რომელიმე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ უერთდება, ხდება შესწორებული შეთანხმების მხარ