1. ეს შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად “ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების” მხარეთათვის 2007 წლის 1-ლ დეკემბრამდე.

2. ეს შეთანმება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ. რატიფიკაციის, მიღებისა ან დამტკიცების ინსტრუმენტები შესანახად ბარდება დეპოზიტარს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაუგზვანის მათ სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებს.

3. ეს შეთანხმება ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ მეორე ინსტრუმენტის მიღების თარიღის შემდეგი თვის პირველ დღეს. ამის შემდეგ, თითოეული მომდევნო ხელმომწერი სახელმწიფოსთვის იგი ძალაში შედის მის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტის დეპონირების შემდეგი თვის პირველ დღეს.

ხელმომწერი სახელმწიფო მოახდენს რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დეპონირებას ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, ან ისეთი უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში, როგორიც საბჭომ შეიძლება დაადგინოს. თუ ხელმომწერი სახელმწიფო არ მოახდენს ამგავრი დოკუმენტის დეპონირებას ამ ვადაში, ამ ხელმომწერმა სახელმწიფომ მის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტის დეპონირებამდე არაუგვიანეს 90 დღისა, დეპოზიტარს უნდა მიაწოდოს თავისი კანონებისა, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების ასლები, რომლებიც შეეხება ღვინის ეტიკეტირების პრაქტიკასა და მათი რეგულირების მექანიზმებ