1. ამ შეთანხმების რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შემდეგ სახელმწიფო:

(ა) დეპოზიტარს ატყობინებს თავის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ღვინის ეტიკეტირებას უკავშირდება. დეპოზიტარი ამ ინფორმაციას გადასცემს არსებულ მხარეთა საკონტაქტო პუნქტებს და შეიტანს მას WWTG-ს ვებგვერდზე და

(ბ) დეპოზიტარს ატყობინებს საკონტაქტო ადგილს თავისი მთავრობის შესაბამის დონეზე, საიდანაც სხვა მხარეებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ამ მხარის ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ამ მხარის მიერ არის შეტყობინებული. დეპოზიტარი შეტყობინებულ დეტალებს საკონტაქტო პუნქტის შესახებ შეიტანს WWTG-ს ვებგვერდზე.

2. თითოეულ მხარეს რჩევა ეძლევა, შეატყობინოს დეპოტარს წინადადებები ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული თავისი კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შეცვლის თაობაზე. როდესაც ეს შესაძლებელია, შეტყობინება უნდა გაკეთდეს კანონის, ნორმატიული აქტის ან მოთხოვნის შეცვლის პროცესის დასაწყისში. დეპოზიტარი ნებისმიერ ამგვარ შეტყობინებას აქვეყნებს WWTG-ს ვებგვერდზე.

3. თითოეული მხარე ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული თავისი კანონების, ნორმატიული აქტების ან მოთხოვნების ნებისმიერ ცვლილებათა შესახებ დეპოზიტარს ეტყობინებს 60 დღის განმავლობაში იმ მომენტიდა, როდესაც ამგვარი ცვლილებები საბოლოო სახეს მიიღებს, ძალაში მათი შესვლის თარიღის მიუხედავად, ხოლო დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ამგავრ ცვლილებებს WWTG-ს ვებგვერდზე. თუ ამგვარი ცვლილებები დაკავშირებულია ეტიკეტირების მოთხოვნებთან ნეტო შიგთავსის თაობაზე, შეტყობინება უნდა შეიცავდეს ნებისმიერ მოდიფიკაციას, შეტანილს შეჯამებაში ან აღწერაში, რომელიც აუცილებელია 9.4 ან 11.3 (ბ) მუხლების მიხედვი