ამ შეთანხმების მიზნებისათვის, გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

“საერთო სავალდებულო ინფორმაცია” ნიშნავს წარმომავლობის ქვეყანას, პროდუქტის სახელწოდებას, ნეტო შიგთავსს და ალკოჰოლის რეალურ შემცველობას, როგორც ეს მე-11 მუხლშია განსაზვრული;

“კონსენსუსი” მიღწეულია, თუ, საბჭოს პროცედურების მიხედვით აუცილებელი შეტყობინებების შემდეგ, არც ერთი მხარე, რომელიც ესწრება სხდომას, არ გამოთქვამს ოფიციალურ პროტესტს შემოთავაზებული გადაწყვეტილების, რეკომენდაციის ან დასკვნის წინააღმდეგ, და არც ერთი სხვა რომელიმე მხარე პროტესტს არ შეიტანს საბჭოს თავმჯდომარის სახელზე აღნიშნული გადაწყვეტილების, რეკომენდაციის ან დასკვნის წინააღმდეგ 45 დღის განმავლობაში სხდომის თარიღიდან;

“საბჭო” ნიშნავს მხარეთა საბჭოს, დაარსებულს ამ შეთანხმების მე-14 მუხლის მიხედვით;

“ეტიკეტი” ნიშნავს ნებისმიერ დამEღას, მარკას, ნახატ ან სხვაგვარ აღწერილობით მასალას, რომელიც დაწერილია, დაბეჭდილია, ტრაფარეტით არის დატანილი, აღნიშნულია, რელიეფურად ამოტვიფრულია, ანაბეჭდის სახით არის დატანილი, ან მტკიცედ არის მიმაგრებული ღვინის თავდაპირველ ჭურჭელზე;

“ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია” ნიშნავს სხვა ინფორმაციას, გარდა საერთო სავალდებულო ინფორმაციისა, რომელსაც იმპორტიორი მხარე მოითხოვს;

“ერთიანი მხედველობის არე” არის ნებისმიერი ადგილი თავდაპირველი ჭურჭლის ზედაპირზე, გარდა მისი ძირისა და თავსახურავისა, რომელიც შეიძლება დანახულ იქნეს თავდაპირველი ჭურჭლის მოუტრიალებლად;

“ღვინო” არის სასმელი, წარმოებული სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად, რომელსაც განიცდის მხოლოდ და მხოლოდ ახალი ყურძენი, ყურძნის ტკბილი ან პროდუქტები, მოპოვებული ახალი ყურძნისგან თანახმად ენოლოგიური პრაქტიკისა, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია ექსპორტიორი მხარის სარეგულაციო მექანიზმების მიხედვით და მიღებულია იმპორტიორი მხარის მიერ, და შეიცავს ალკოჰოლს, რომლის პროცენტული შემცველობაც მოცულობის არანაკლებ 7 % და არა  უმეტეს 24%-ია; და

“WWTG”[1] არის ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფ