1.
მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტების, შესრულების, ან კეთილსინდისიერად გამოყენების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე მეორე მხარესა და სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს წარუდგენს ოფიციალურ მოთხოვნას საკითხის მოგვარების თაობაზე. გამონაკლისის სახით, წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები)  განმარტებასთან,  შესრულებასთან, ან კეთილსინდისიერად გამოყენებასთან დაკავშირებული დავები ცალკე დარეგულირდება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის  (დავების მოგვარება) მეშვეობით.

2.
მხარეები ეცდებიან დავა მოაგვარონ წინამდებარე შეთანხმების 352-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში კეთილსინდისიერი კონსულტაციების წარმართვის მეშვეობით, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

3.
352-ე მუხლის დებულებების მიუხედავად, თუკი მხარე წარადგენს დავების მოგვარების ოფიციალურ მოთხოვნას, მხარეები უნდა შეხვდნენ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში თხოვნის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის სხვა ფორმატებისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები ამ ფორმატში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს მიაწვდიან ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა სიტუაციის სრულად შესწავლისთვის.

4.
352-ე მუხლის დებულებების მიუხედავად, მანამ, სანამ დავა არ არის მოგვარებული, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი შეიკრიბება რეგულარული შუალედებით დავის განსახილველად. დავა მოგვარებულად ჩაითვლება, თუ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი მიიღებს საკითხის მოგვარების თაობაზე სავალდებულო გადაწყვეტილებას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების 359-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან როდესაც ის დაადგენს, რომ დავის პროცესი დასრულებულია.

5.
დავების განმავლობაში გამჟღავნებული ყველა ინფორმაცია  კონფიდენციალური