მხარეები განახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების რატიფიკაციას ან დამტკიცებას თავიანთი შიდა პროცედურების შესაბამისად. თითოეული მხარე მეორე მხარეს შეატყობინებს ამგვარი პროცედურების დასრულების თაობაზე.
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა, როდესაც შესრულდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბოლო პირობა:
საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების შეწყვეტის დღეს, ან
მხარეთა მიერ მათი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე ბოლო შეტყობინების მიღების დღეს.
წინამდე
ბარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ დროებით გამოიყენებენ წინამდებარე შეთანხმებას, თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
366-ე მუხლის
მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დროებით გამოყენება ძალაში შედის, როდესაც შესრულდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბოლო პირობა:
საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების შეწყვეტის დღეს, ან
საქართველოს მიერ რატიფიცირების ან დროებითი გამოყენების თაობაზე ან გაერთიანებული სამეფოს მიერ დროებითი გამოყენების თაობაზე ბოლო შეტყობინების მიღების დღეს.
წინამდებარე შეთანხმების პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე შეტყობინებები საქართველოს მიერ უნდა მიეწოდოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისს ან მის სამართალმემკვიდრეს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მიერ უნდა მიეწოდოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს.
წინამდებ
არე შეთანხმების ძალაში შესვლამდე ის გამოიყენება დროებით მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თუკი სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული ამ ინსტრუმენტით, „წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღზე“ ნებისმიერი მითითება გაგებულ უნდა იქნეს, როგორც „თარიღი, რა დროიდანაც ეს შეთანხმება გამოიყენება დროებით”, რამდენადაც ეს ნებადართულია ეროვნული კანონმდებლობით.
ნებისმიერ მხარეს შეუძლია, მეორე მხარეს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების დროებით გამოყენება. 364-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, დროებითი გამოყენების შეწყვეტა ძალაში შედის წი
ნამდებარე შეთანხმების მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 2 თვის შემდე