1.
მხარეები მიიღებენ ნებისმიერ ზოგად ან კონკრეტულ ზომას, რაც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. ისინი უზრუნველყოფენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

2.
მხარეები თანხმდებიან, რომ, რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ გამართავენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, შესრულებასთან, ან კეთილსინდისიერად გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და მხარეებს შორის ურთიერთობების შესაბამისი ასპექტების განხილვის მიზნით.

3.
თითოეული მხარე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს განსახილველად წარუდგენს ნებისმიერ დავას, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, შესრულებასთან, ან მის კეთილსინდისიერად გამოყენებასთან, 360-ე მუხლის შესაბამისად. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს შეუძლია დავების მოგვარება სავალდებულო გადაწყვეტილების მიღების გზი