წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება იმ მასშტაბით და პირობებით, რა მასშტაბებითაც გამოიყენებოდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების უშუალოდ შეწყვეტამდე, ერთი მხრივ, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით და შემდგომ ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზე ის არის პასუხისმგებელი: (ა) გიბრალტარი; (ბ) ჩენელის კუნძულები (Channel Islands) და მენის კუნძული (the Isle of Man) და მეორე მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე.
წინამდებარე შეთანხმების, ან მისი IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებთან მიმართებით, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, დაიწყება, როდესაც საქართველოს მიერ, მის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება.
სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება.
თუ მხარე ჩათვლის, რომ წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება, აღარ არის უზრუნველყოფილი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ საქართველოს რეგიონებში, ამ მხარეს შეუძლია სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს მოსთხოვოს ხსენებულ რეგიონებთან მიმართებით შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განგრძობადი გამოყენების გადახედვა. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი განიხილავს სიტუაციას და მიიღებს გადაწყვეტილებას შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განგრძობადი გამოყენების თაობაზე, მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში. თუ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი გადაწყვეტილებას არ მიიღებს მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენება შეჩერდება ხსენებული რეგიონების მიმართ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენების შესახებ წინამდებარე მუხლის საფუძველზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის გადაწყვეტილებები მოიცავს ამ კარს მთლიანად და არ შეიძლება ვრცელდებოდეს ამ კარის ცალკეულ ნაწილებზ