თუკი სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, წინამდებარე შეთანხმებაში ევროკავშირის კანონმდებლობაზე მითითება უნდა იქნეს წაკითხული, როგორც მითითება ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობაზე, რომელიც ინკორპორირებული და განხორციელებულია გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში, და როგორც იქნება შენარჩუნებული ევროკავშირის კანონმდებლობა იმ დღიდან, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მიმართ შესაბამისი ევროკავშირის კანონმდებლობის მბოჭველი ძალა შეწყვეტს მოქმედებას.

ამ მუხლში „გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა“ მოიცავს იმ ტერიტორიების კანონმდებლობასაც, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც გაერთიანებული სამეფო არის პასუხისმგებელი და რომლებზეც წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება, როგორც ეს მოცემულია 365-ე მუხლის პირველ პუნქტშ