წინამდებარე შეთანხმება შესრულდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
რის დასტურადაც, თავიანთი ხელისუფლებების მიერ შესაბამისად უფლებამოსილი ქვემორე ხელმომწერნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
ხელმოწერილია ორ დედნად, ქ. ლონდონში, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ქართულ და ინგლისურ ენებზე ორივე ტექსტი თანაბრად მოქმედია.
საქართველოს სახელით:
(ხელმოწერილია)
_____________________________
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელით:
(ხელმოწერილია)
_______________________
[1]
ამ შეთანხმების მიზნებისთვის
, „საქონელი“ ნიშნავს პროდუქტებს, GATT 1994-ის განმარტებით, თუკი წინამდებარე ხელშეკრულება არ გულისხმობს სხვა რამეს. საქონელი, რომელიც ხვდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სოფლის მეურნეობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ამ თავში მოხსენებულია, როგორც „სასოფლო-სამეუნეო პროდუქტები“ ან „პროდუქტები“.
[2]
1987 წლის 20 მაისის კონვენცია საერთო სატრანზიტო პროცედურაზე.
[3]
ვიზის მოთხოვნა ზოგიერთი ქვეყნის ფიზიკური პირებისათვის და არა სხვა ქვეყნების ფიზიკური პირებისათვის არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სპეციფიკური ვალდებულებებიდან გამომდინარე სარგებლის გაბათილება ან შემცირება.
[4]
მეტი სიცხადისთვის, ტერიტორია მოიცავს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, როგორც არის განსაზღვრული გაეროს კონვენციით საზღვაო სამართლის შესახებ (UNCLOS).
[5]
იურიდიული პირი კონტროლდება სხვა იურიდიული პირის მიერ, თუ ამ უკანასკნელს აქვს უფლებამოსილება, დანიშნოს მისი დირექტორების უმრავლესობა ან სხვაგვარად სამართლებრივად მართოს მისი საქმიანობა.
[6]
მეტი სიცხადისთვის, ბირთვული მასალების წარმოება მოიცავს ყველა სახის საქმიანობას, რომელიც შედის UN ISIC Rev.3.1 2330 კოდის ქვეშ.
[7]
იმ საქმიანობის არეალისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კაბოტაჟად შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ამ თავით განსაზღვრული ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი მოიცავს მგზავრების ან საქონლის ტრანსპორტირებას გაერთიანებული სამეფოს ან საქართველოს ერთ პორტს ან პუნქტს და გაერთიანებული სამეფოს ან საქართველოს მეორე პორტს ან პუნქტს შორის, მათ შორის კონტინენტურ შელფზე, როგორც არის განსაზღვრული UNCLOS-ით და მოძრაობას, დაწყებულს და დასრულებულს გაერთიანებული სამეფოს ან საქართველოს ერთსა და იმავე პორტში ან პუნქტში.
[8]
საჰაერო ტრანსპორტში ბაზრის ურთიერთხელმისაწვდომობის პირობები განისაზღვრება გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.
[9]
ეს ვალდებულება არ ვრცელდება ინვესტიციების დაცვის ღონისძიებებზე, რაც არ შედის ამ თავში, მათ შორის იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უკავშირდება ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის დავის მოგვარების პროცედურებს, რომელიც განსაზღვრულია სხვა ხელშეკრულებით
[10]
ეს ვალდებულება არ ვრცელდება ინვესტიციების დაცვის ღონისძიებებზე, რაც არ შედის ამ თავში, მათ შორის იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უკავშირდება ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის დავის მოგვარების პროცედურებს, რომელიც განსაზღვრულია სხვა ხელშეკრულებით
[11]
შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად კაბოტაჟად მიჩნეული საქმიანობის გარდა, ამ თავით განსაზღვრული ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი მოიცავს მგზავრების ან საქონლის ტრანსპორტირებას გაერთიანებული სამეფოს ან საქართველოსერთ პორტს ან პუნქტს და გაერთიანებული სამეფოს ან საქართველოს მეორე პორტს ან პუნქტს შორის, მათ შორის კონტინენტურ შელფზე, როგორც არის განსაზღვრული UNCLOS-ს მიერ და მოძრაობას, დაწყებულს და დასრულებულს გაერთიანებული სამეფოს ან საქართველოს ერთსა და იმავე პორტში ან პუნქტში.
[12]
საჰაერო ტრანსპორტში ბაზრის ურთიერთხელმისაწვდომობის პირობები განისაზღვრება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.
[13]
მიმღებ მეწარმე სუბიექტს შეიძლება მოეთხოვოს წინასწარი თანხმობისათვის ტრენინგის პროგრამის წარდგენა, რომელიც ასახავს პირის ყოფნის ხანგრძლივობას და მიუთითებს, რომ ყოფნის მიზანი არის ტრენინგის გავლა.
[14]
ბიზნესის გამყიდველების კატეგორია ეხება მხოლოდ მომსახურების გამყიდველებს.
[15]
მიღებული სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, როგორც არის განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობით.
[16]
იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ან კვალიფიკაცია არ იქნა მიღებული იმ მხარეში, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, ამ მხარეს შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა ის ეკვივალენტური მის ტერიტორიაზე მოთხოვნილი საუნივერსიტეტო დიპლომისა.
[17]
იმ შემთხვევაში, თუ ხარისხი ან კვალიფიკაცია არ იქნა მიღებული იმ მხარეში, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, ამ მხარეს შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა ის მის ტერიტორიაზე მოთხოვნილი უნივერსიტეტის დიპლომის ეკვივალენტური.
[18]
სალიცენზიო მოსაკრებლები არ მოიცავს გადასახადებს აუქციონის, ტენდერის ან კონცესიების მინიჭების სხვა არადისკრიმინაციული საშუალებებისათვის ან სავალდებულო შენატანებს უნივერსალური მომსახურების განხორციელებისათვის.
[19]
CPC ნიშნავს პროდუქტების ცენტრალურ კლასიფიკაციას, რომელიც განსაზღვრულია გაეროს სტატისტიკის ოფისის მიერ (Statistical Papers, Series M, N° 77, CPC prov, 1991.)
[20]
სალიცენზიო მოსაკრებლები არ მოიცავს გადასახადებს აუქციონის, ტენდერის ან კონცესიების მინიჭების სხვა არადისკრიმინაციული საშუალებებისათვის ან სავალდებულო შენატანებს უნივერსალური მომსახურების განხორციელებისათვის.
[21]
ამ ქვენაწილის მიზნებისთვის, ტერმინი „ფაქტობრივი ცოდნა“ უნდა იქნეს განმარტებული თითოეული მხარის ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
[22]
ზომები, რომლებიც მიმართულია პირდაპირი გადასახადების სამართლიანი ან ეფექტიანი დაწესების ან ამოღების უზრუნველყოფაზე, მოიცავს მხარის მიერ მისი საგადასახადო სისტემის შესაბამისად მიღებულ ისეთ ზომებს, რომლებიც:
(a)
ეხება არარეზიდენტ მეწარმეებს და მომსახურების მიმწოდებლებს იმ ფაქტის აღიარებით, რომ ამ არარეზიდენტების საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი ან განლაგებული დასაბეგრი ობიექტების მიმართ;
(b)
გამოიყენება არარეზიდენტების მიმართ მხარის ტერიტორიაზე გადასახადების დაწესების ან ამოღების უზრუნველყოფის მიზნით;
(c)
გამოიყენება არარეზიდენტების ან რეზიდენტების მიმართ გადასახადების გადაუხდელობისგან ან თავის არიდებისაგან დაცვის მიზნით, შესაბამისობის ზომების ჩათვლით;
(d)
გამოიყენება მეორე მხარის ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიიდან მიწოდებული მომსახურების მომხმარებლების მიმართ ამ მომხმარებლებზე გადასახადების დაწესების ან ამოღების უზრუნველყოფის მიზნით იმ წყაროებზე, რომლებიც მდებარეობს მხარის ტერიტორიაზე;
(e)
განასხვავებს იმ მეწარმეებს ან მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც წარმოადგენენ გადასახადით დაბეგვრის ობიექტს მსოფლიოში გავრცელებულ მათ დასაბეგრ საქონელზე, სხვა მეწარმეებისა და მომსახურების მიმწოდებლებისაგან, მათი დასაბეგრი ბაზის განსხვავების აღიარებით; ან
(f)
მხარის დასაბეგრი ბაზის დაცვის მიზნით, განსაზღვრავს, გამოყოფს ან ანაწილებს შემოსავალს, მოგებას, სარგებელს, დანაკარგს, დაქვითვას ან ჩათვლას რეზიდენტი პირების ან ფილიალების, ან ერთი და იგივე პირის ურთიერთდაკავშირებულ პირებს ან ფილიალებს შორის.
ამ დებულების ”f“ პუნქტში და ამ შენიშვნაში არსებული საგადასახადო ტერმინები და კონცეფციები განსაზღვრულია საგადასახადო განმარტებებისა და კონცეფციების, ექვივალენტური ან მსგავსი განმარტებებისა და კონცეფციების შესაბამისად, იმ მხარის ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც იყენებს აღნიშნულ ზომას.
[23]
„სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებების საფუძველზე მოქმედი კერძო კომპანიები“ მხარეების მიერ განიმარტება 2016 წლის კომუნალური კონტრაქტების დებულებების და 2016 წლის კომუნალური კონტრაქტების (შოტლანდია) დებულებების მიხედვით.
[24]
მედიის სათანადო საშუალებები ხელმისაწვდომია უფასოდ, ელექტრონულად, ინტერნეტით წვდომის ერთი წერტილით.
[25]
ამ თავის მიზნებისთვის „ჩაწერა“ (ფიქსაცია) გულისხმობს ხმის ან/და გამოსახულების ფიქსირებას რაიმე ობიექტური ფორმით, რაც ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით მათი აღქმის, რეპროდუცირების ან გადაცემის საშუალებას იძლევა.
[26]
მიბაძვად ჩაითვლება კერძოდ იმ პროდუქტების რაიმე ფორმით გამოყენება, რომლებიც წარმოდგენილია HS-ის (ჰარმონიზებული სისტემა) 20.09 სათაურის ქვეშ თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი წარმოადგენს ამ სისტემის 22.04 სათაურით გათვალისწინებულ ღვინოებს, 22.05 სათაურით გათვალისწინებულ არომატიზებულ ღვინოებს და 22.08 სათაურით გათვალისწინებულ სპირტიან სასმელებს.
[27]
წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის მხარემ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ ინდივიდუალური ხასიათის მქონე დიზაინი ორიგინალურია.
[28]
წინამდებარე მუხლი გამოიყენება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის N188 დადგენილების შეულახავად, რომელიც ადგენს იმ ქვეყნებისა და შესაბამისი ორგანოების ნუსხას, რომლებზეც ვრცელდება საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტების გამარტივებული რეგისტრაციის რეჟიმი
. ხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ნუსხა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს/ორგანიზაციებს: ევროპის წამლების სააგენტო, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იაპონია, კორეა, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
[29]
წინამდებარე ნაწილის მიზნებისთვის „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების“ ცნება მოიცავს მინიმუმ შემდეგ უფლებებს: საავტორო უფლებას, საავტორო უფლებასთან დაკავშირებულ უფლებებს, მონაცემთა ბაზების შემქმნელის sui generis უფლებებს, ნახევრად გამტარი პროდუქტის ტოპოლოგიის შემქმნელის უფლებებს, სასაქონლო ნიშნებიდან გამომდინარე უფლებებს, დიზაინთან დაკავშირებულ უფლებებს, საპატენტო უფლებებს, დამატებითი დაცვის მოწმობიდან გამომდინარე უფლებების ჩათვლით, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, სასარგებლო მოდელთან დაკავშირებულ უფლებებს, მცენარეთა ჯიშებიდან გამომდინარე უფლებებს, საფირმო სახელწოდებებს იმ პირობით, თუ აღნიშნული განსაკუთრებული უფლებითაა დაცული ადგილობრივი კანონმდებლობით.
[30]
როდესაც ამ თავში არის მითითება „შრომაზე“, ის მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტრატეგიული მიზნების შესაბამის საკითხებს, რომლის მეშვეობითაც სათანადო შრომის დღის წესრიგია გაცხადებულია და როგორც შეთანხმებულია „სამართლიანი გლობალიზაციისთვის სოციალური სამართლიანობის თაობაზე“ ILO-ს 2008 წლის დეკლარაციაშ