1.         შესაბამისად, გაუქმებულია 1996 წლის 22 აპრილს, ქ. ლუქსემბურში ხელმოწერილი ერთის მხრივ, ევროპულ თანამეგობრობასა და მის წევრ სახელმწიფოებს და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის „პატრნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს.

2.         წინამდებარე შეთანხმება ცვლის პირველ პუნქტში მოხსენიებულ შეთანხმებას. მხარეებს შორის გაფორმებულ ყველა სხვა შეთანხმებაში ზემოაღნიშნულ შეთანხმებაზე მითითება აღიქმება წინამდებარე შეთანხმებაზე მითითებად.

3.      წინამდებარე შეთანხმება ასევე, ჩაანაცვლებს შეთანხმებას „ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ“, რომელსაც ხელი მოეწერა 2011 წლის 14 ივლისს ბრიუსელში და ძალაში შევიდა 2012 წლის 1 აპრილ