წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება, ერთის მხრივ, იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ვრცელდება „ევროკავშირის შესახებ” ხელშეკრულება,  „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ” ხელშეკრულება და „ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების“ დამფუძნებელი ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად, და მეორეს მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე.

წინამდებარე შეთანხმების, ან მისი IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებთან მიმართებით, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, დაიწყება, როდესაც საქართველოს მიერ, მის მთელ ტერიტორიაზე, უზრუნველყოფილ იქნება წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება.

ასოცირების საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება.

თუ მხარე ჩათვლის, რომ წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება, აღარ არის უზრუნველყოფილი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ საქართველოს რეგიონებში, ამ მხარეს შეუძლია, ასოცირების საბჭოს მოსთხოვოს ხსენებულ რეგიონებთან მიმართებით შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განგრძობადი გამოყენების გადახედვა. ასოცირების საბჭო განიხილავს სიტუაციას და მიიღებს გადაწყვეტილებას შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განგრძობადი გამოყენების თაობაზე, მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში. თუ ასოცირების საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებს მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენება შეჩერდება ხსენებული რეგიონების მიმართ ასოცირების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენების შესახებ წინამდებარე მუხლის საფუძველზე ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებები მოიცავს ამ კარს მთლიანად და არ შეიძლება ვრცელდებოდეს ამ კარის  ცალკეულ ნაწილებზ