მხარეები განახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების რატიფიკაციას ან დამტკიცებას თავიანთი პროცედურების შესაბამისად. რატიფიკაციის ან დამტკიცების სიგელების დეპონირება მოხდება ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოში.

ეს შეთანხმება ძალაში შევა ბოლო რატიფიკაციის ან დამტკიცების სიგელის დეპონირების თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს.

ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, ევროკავშირი და საქართველო თანხმდებიან, რომ დროებით გამოიყენებენ წინამდებარე შეთანხმებას ნაწილობრივ, როგორც ეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ, და თავიანთი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურებისა და კანონმდებლობის თანახმად, საჭიროების შესაბამისად.

დროებით გამოყენება ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარის მიერ ქვემოთ დასახელებული დოკუმენტების მიღების თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს:

(a)        ევროკავშირის შეტყობინება აღნიშნული მიზნისთვის აუცილებელი პროცედურების დასრულების შესახებ, სადაც მითითებული იქნება შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც გამოიყენება დროებით; და

(b)        საქართველოს მიერ რატიფიკაციის სიგელის დეპონირება მისი პროცედურებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიზნებისთვის, შესაბამისი დანართებისა და ოქმების ჩათვლით, „წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღზე” ნებისმიერი მითითება გაგებულ უნდა იქნეს, როგორც „თარიღი, რა დროიდანაც ეს შეთანხმება გამოიყენება დროებით”, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

დროებით გამოყენების პერიოდის განმავლობაში, მოქმედებას განაგრძობს 1996 წლის 22 აპრილს, ქ. ლუქსემბურში ხელმოწერილი ერთის მხრივ, ევროპულ თანამეგობრობასა და მის წევრ სახელმწიფოებს და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის „პატრნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს, ის დებულებები,  რომლებიც არ ექცევა ამ შეთანხმების დროებით გამოყენების ფარგლებში.

ნებისმიერ მხარეს შეუძლია, წინამდებარე შეთანხმების  დეპოზიტარს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების დროებით გამოყენება. დროებით გამოყენების შეწყვეტა ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდე