1.      მხარეები მიიღებენ ნებისმიერ ზოგად ან კონკრეტულ ზომას, რაც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმებით  განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. ისინი უზრუნველყოფენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

2.      მხარეები თანხმდებიან, რომ, რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ გამართავენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, შესრულებასთან, ან კეთილსინდისიერად გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და მხარეებს შორის ურთიერთოებების შესაბამისი ასპექტების განხილვის მიზნით.

3.      თითოეული მხარე ასოცირების საბჭოს განსახილველად წარუდგენს ნებისმიერ დავას, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, შესრულებასთან, ან მის კეთილსინდისიერად გამოყენებასთან, დავების მოგვარების შესახებ 421-ე მუხლის შესაბამისად. ასოცირების საბჭოს შეუძლია დავების მოგვარება სავალდებულო გადაწყვეტილების მიღების გზი