1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რომლითაც ის დასაიდუმლოებულ იქნა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელმა ან მისმა სამართალმემკვიდრემ მიანიჭა. თუ ამგვარი უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და აღნიშნული სუბიექტი აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი სუბიექტი აღარ არსებობს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოს, იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებით.
4. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების კანონით დადგენილი წესით განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ პასუხს ინიციატორს აცნობებს მის მიერ შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით აცნობებს ინიციატორს. მითითებული ვადების გაშვების შემთხვევაში განსაიდუმლოების საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება.
6. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით საიდუმლოობის გრიფი მოხსნას მის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოობის ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას.
7. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
თავი V
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.07.2015 კანონი №3944
წინა რედაქცია (12.03.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების წესი 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რომლითაც ის დასაიდუმლოებულ იქნა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელმა ან მისმა სამართალმემკვიდრემ მიანიჭა. თუ ამგვარი უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და აღნიშნული სუბიექტი აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს შინაგან საქმხეთლმწიფო უსაფრთხოების სამინისტახუროი. 2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმხეთლმწიფო უსაფრთხოების სამინისტახუროს. 3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს შინაგან საქმხეთა სალმწინიფო უსტაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი სუბიექტი აღარ არსებობს − საქართველოს შინაგან საქმხეთლმწიფო უსაფრთხოების სამინისტახუროი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოს, იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებით. 4. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების კანონით დადგენილი წესით განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმხეთლმწიფო უსაფრთხოების სამინისტახურო ი ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ პასუხს ინიციატორს აცნობებს მის მიერ შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, საქართველოს შინაგან საქმხეთლმწიფო უსაფრთხოების სამინისტახუროი უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით აცნობებს ინიციატორს. მითითებული ვადების გაშვების შემთხვევაში განსაიდუმლოების საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება. 6. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით საიდუმლოობის გრიფი მოხსნას მის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოობის ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას. 7. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმხეთლმწიფო უსაფრთხოების სამინისტახუროს. თავი V სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება