1. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელზე, რომლის ახალშობილიც დარეგისტრირდა ამავე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლად. ერთი ახალშობილის შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ახალშობილის (ტყუპების) დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;

ე) მშობლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორები