1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტიდან ბენეფიციარებზე – ამ პროგრამის მე-6 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის მიზნებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, პროგრამის მე - 11 მუხლის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, ხოლო სხვა ქვეპროგრამებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე დევნილებზე გასაცემი თანხის (შემდგომში – ბენეფიტი) ოდენობასა და გაცემის წესს.
2. პროგრამის მიზანია ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება, მოწყვლადი ჯგუფების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შექმნა-გაუმჯობესებ