1. ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ახლადდაქორწინებულ პირზე, რომელიც ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს.

2. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელი წინაპირობაა:

ა) ქორწინება (ფაქტობრივი თანაცხოვრება) შედგეს ფულადი დახმარების მიღების თაობაზე განცხადების შემოტანამდე არაუადრეს 3 თვის პერიოდში;

ბ) განმცხადებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჰქონდეს მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

3. დაინტერესებულმა პირმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ახალდაქორწინებულის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ქორწინების მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის (ახალდაქორწინებულის) საბანკო ანგარიში;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ქორწინების (ფაქტობრივი თანაცხოვრება) შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორები