პროგრამა მოიცავს სოციალური დაცვის შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ) ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა;
გ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
დ) ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ე) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრუნვის ხელშეწყობა;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა;
თ) ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობა;
ი) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება;
კ) ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ლ) სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარება;
მ) მარჩენალდაკარგული (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ნ) უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
ო) მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
პ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ჟ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
რ) შინ მოვლის პროგრამ