1. პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლადშობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 400 ლარის ოდენობით.  ტყუპების შემთხვევაში 400 ლარით დაფინანსდება თითოეული ტყუპისცალი.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ერთერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის რიგითობის შესახებ .

3. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.

5. გამონაკლისის დაშვება - გაუთვალისწინებული  გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე , „სოციალური კომისია“  სწავლობს საკითხს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილება