1. იშვიათი დაავადებებით შეპყრობილი ბენეფიციარები პროგრამაში ჩაირთვებიან,   ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, ,,იშვიათი დაავადებების ნუსხაში“ მითითებული ჩამონათვალის გათვალისწინებით.

2. ზოგიერთ სხვა დაავადებებში ჩაითვალოს: პარკინსონის დაავადება, ლეიკემია, გაფანტული სკლეროზი, მოტონეირონთა დაავადება, სირინგომიელია, ცერებრული დამბლა, კუნთთა პროგრესიული დისტროფია, სისტემური წითელი მგლურა, რომლებიც სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს.

3.ბენეფიციარმა სამედიცინო კლინიკიდან (ვიწრო სპეციალისტის დასკვნით) უნდა წარმოადგინოს დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 ჩატარებული სპეციფიკური კვლევების მონაცემებისა და საჭირო   მკურნალობის მითითებით.

4. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას.

5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურ