ცვლილებით
გამოწვეული
საყოველთაო
დაზღვევით
დაფინანსებული
პაციენტების
სტაციონარული
მომსახურების
თანადაფინანსება

1. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის დაფინანსებაში თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით:

ა) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა შადგენს მთლიანი ღირებულების 70% ან 70%-ზე მეტია, დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი  თანხის ნახევარი;

ბ) ხოლო თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა 70%-ზე ნაკლებია-დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%;

გ) თუ პაციენტის სტაციონარული მომსახურების ერთჯერადი ღირებულების თანხა აღემატება საყოველთაო დაზღვევის წლიურ ლიმიტს, ანაზღაურდება პაციენტის გადასახდელი თანხის 25%.

დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია არანაკლებ 50 და არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით.

2. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება:

ა) ბენეფიციარზე საგარანტიო წერილის გაცემით, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;

ბ) სტაციონარული მომსახურების გაწევის შემდგომ ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, მის  პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;

3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100;

ბ) საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი, ან საყოველთაო დაზღვევის კალკულაცია.

4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურ