1.
მიმდინარე კალენდარულ წელს დაბადებული და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის, მშობლები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას შემდეგი რედაქციით:
ა)
პირველი და მეორე ახალშობილისთვის - 125 ლარს.
ბ)
მესამე ახალშობილისთვის - 200 ლარს.
გ)
მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის - 250 ლარს.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დამარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;
ბ)
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ)
ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
ახალშობილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);
ვ)
ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
5.
ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ახალშობილის ოჯახში მცხოვრები ბავშვები.
6.
ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილი შეეძინათ გასული კალენდარული წლის დეკემბრის თვეში, მაგრამ 2015 წელში არ მოუმართავთ ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 30.05.2016
მუხლი 6. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
მთავარი მონაცემები
- თანხა 125 ლარს
- თანხა 200 ლარს
- თანხა 250 ლარს
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
- მუხლი 8. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
- მუხლი 6. ახალშობილთა ოჯახების დახმარება
- მუხლი 11. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა
- მუხლი 1. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
- მუხლი 11. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი მოქმედებს 2016 წლის 01 ივლისამდე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
- მუხლი 1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
- მუხლი 2. მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
- მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 5. სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
- მუხლი 7. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
- მუხლი 8. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
- მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა ,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 10. მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, მუხლი 6, №50, 17.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3108269/muxli-6/