1.
ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი მკურნალობის დაფინანსებას (რომელიც არ არის გათვალისწინებული მუხლი 3-ით) შემდეგი რედაქციით:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება, გადასახდელი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 120 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.
გ)
მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება, გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამდსტურებელი დოკუმენტი);
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ვ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი-კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);
ზ)
საყოველთაო ჯანდაცვის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
თ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში).
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 30.05.2016
მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100%
- განაკვეთი 70%
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 3. სამედიცინო მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ერთჯერადად, რომელიც არაა გათვალისწინებული მუხლი 2-ით
- მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 6. ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 5. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი მოქმედებს 2016 წლის 01 ივლისამდე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
- მუხლი 1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
- მუხლი 2. მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
- მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 5. სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
- მუხლი 6. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
- მუხლი 7. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
- მუხლი 8. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
- მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა ,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 10. მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, მუხლი 4, №50, 17.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3108269/muxli-4-2/