1. ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი/ჩატარებული მკურნალობის დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:
ა) ბენეფიციარს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), წლის განმავლობაში დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) ბენეფიციარი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), წლის განმავლობაში დაფინანსდება ექიმის მოთხოვნილების საფუძველზე 500 (ხუთასი) ლარამდე;
გ) შშმ ბავშვის სტატუსის მქონე, ასევე დაუნის, აუტისტური სპექტრის მქონე ან სხვა ფსიქიკური აშლილობის და განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ბავშვებს დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება - მკურნალობა/თერაპია/რეაბილიტაცია/მასაჟი მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა;
დ) 18 წლამდე ასაკის ბავშვებს დაუფინანსდება/აუნაზღაურდება მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
ე) ბენეფიციარს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება მკურნალობის მომსახურება, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე, არაუმეტეს 2000 (ორი ათსი) ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:
ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);
ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ა.ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან (არსებობის შემთხვევაში);
ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);
ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში);
ა.თ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია;
ბ.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში);
ბ.ზ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ბ.თ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).
4. ამ წესის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მუხლებით გათვალიწინებული დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც სამედიცინო მომსახურება ჩატარებული აქვთ 2025 წლის დეკემბერის თვეში და 2025 წელს არ უსარგებლიათ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით. დახმარების ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მიხედვი